22:26 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-22 12:11:04, 4661 ნახვა

სხვადასხვა
რუსი დირიჟორის, ვალერი გერგიევის იტალიაში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.

იტალიაში რუსი დირიჟორის, ვალერი გერგიევის დირიჟორობით დაგეგმილი სიმფონიური კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ სააგენტო ANSA იტყობინება კასერტაში სამეფო სასახლის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით, სადაც წარმოდგენა 27 ივლისს უნდა გამართულიყო.

გაუქმების მიზეზები არ დასახელებულა. ANSA-ს ცნობით, ვლადიმერ პუტინის რწმუნებულის მიერ 20 ივლისის საღამოს დაგეგმილმა კონცერტმა „ცხარე დავა და უკრაინული ორგანიზაციების მიერ შესაძლო საპროტესტო აქციების ორგანიზების შიში გამოიწვია“.

„ჰურა! გერგიევის კონცერტი იტალიაში გაუქმდა! <…> შემდეგი ნაბიჯი: გერგიევი სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს!“ — განაცხადა ალექსეი ნავალნის გუნდმა, რომელიც აქტიურად იბრძოდა რუსი დირიჟორის კონცერტის გაუქმების მოთხოვნით.

თავად გერგიევმა TASS-ს განუცხადა, რომ მას იტალიაში მისი კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ვალერი გერგიევი პუტინის სანდო პირი იყო 2012 და 2018 წლების საპრეზიდენტო არჩევნების დროს. 2014 წელს მან მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას, თუმცა 2022 წლის თებერვლის შემდეგ მან საჯაროდ არ დაგმო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა.

2008 წლის ომის დროს, დირიჟორმა აგვისტოს ბოლოს კონცერტი ცხინვალში გამართა. იგი იმ დროს დირიჟორობდა კონცერტს როცა ცხინვალის ციხეში ათობით ტყვე იყო გამოკეტილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics