22:26 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-07 17:40:55, 6402 ნახვა

სპორტი
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში იასპარეზებს- ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო  ნაკრები კოსოვოში გასამართ ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში იასპარეზებს.  საქართველოს  ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია.  

გოგონათა საკალათბურთო ეროვნული ნაკრები მზად არის  FIBA U16 Women’s EuroBasket-ის C დივიზიონში იასპარეზოს, რომელიც 2025 წლის 8-13 ივლისს, კოსოვოში გაიმართება.

შემადგენლობა კი ასეთი გახლავთ:

ნომერი 1- ელენე კალანდარიშვილი;

ნომერი 2- თამარ ზავრადაშვილი;

ნომერი 4- ლიზი ჯაბუა; 

ნომერი 7- მარიამი კეკელია; 

ნომერი 9- ნინი ივანიძე; 

ნომერი11- ელენე ბოხუა; 

ნომერი 14 - ბაია ზურაბიშვილი; 

ნომერი 16- მარიამ ყაველაშვილი; 

ნომერი 20- ანა მესტუმრიშვილი;

ნომერი 24- ლინა უგრეხელიძე; 

ნომერი 30- ეკატერინე ქართველიშვილი;

ნომერი 77- ანასტასია აბულაძე. 

ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან  განაწილებული. შეჯიბრის დასრულების შემდეგ, 3 საუკეთესო გუნდი B დივიზიონში გადავა და 2026 წელს უფრო მაღალი დონის ტურნირზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები ჩემპიონატისთვის დიდი შემართებითა და მონდომებით ემზადებოდა. ახალგაზრდა კალათბურთელები ქვეყნის მომავლის იმედს წარმოადგენენ. ისინი  მთავარი მწვრთნელის, გიორგი გოლიაძის ხელმძღვანელობით  გამარჯვებისთვის  იბრძოლებენ  და საერთაშორისო გამოცდილებასაც მიიღებენ.  

ნაკრების მთავარ მწვრთნელს U16-ზე ასისტენტობას მაია ჩარგეიშვილი გაუწევს. გოგონების ფიზიკურ წრთვნაზე  ეკატერინე წივწივაძე ზრუნავს, ჯანმრთელობაზე კი ნაკრების ექიმი- გვანცა კოპალეიშვილი. ნაკრების დელეგაციას კახა შენგელია უხელმძღვანელეს, მას კი მხარდაჭერას მენეჯერი, ლელა ცანავა  გაუწევს. 

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი გამოსვლით პლეი-ოფის საგზურის მოპოვებასა  და საუკეთესო სამეულში მოხვედრას  შეეცდება, რაც ნაკრებს  B დივიზიონში გადასვლის შესაძლებლობას მისცემს.

გუნდის თამაშები პირდაპირ ეთერში გადაიცემა და შედეგები FIBA-ს ოფიციალურ პლატფორმებზე  იქნება ხელმისაწვდომი. 

ერთად ვუგულშემატკივროთ 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია.  

 

  

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics