09:47 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 16:09:01, 1508 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. დღეს, ჩვენი შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები სახლებში დაბრუნდნენ. ყველა მათგანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ეს უკვე მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული ჯარისკაცების დაბრუნების მეორე ეტაპია“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორის მყოფი ზოგიერთი სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

„ვაგრძელებთ მუშაობას, რათა რუსული ტყვეობიდან სახლში ყველა დავაბრუნოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics