12:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 16:12:43, 1649 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად, ყირიმის ხიდს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკვე მესამედ, დღეს დილით, ოპერაციის რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ, უწყებამ ყირიმის ხიდის წყალქვეშ მდებარე საყრდენებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტმა ასაფეთქებელმა ნივთიერებებმა ხიდის საყრდენებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც, ხიდი საავარიო მდგომარეობაშია.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ოპერაციის დაგეგმვაში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიუკი პირადად მონაწილეობდა და ოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ღმერთს სამება უყვარს და უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს ის, რასაც გეგმავს. ჩვენ, 2022 და 2023 წლებში ყირიმის ხიდს ორჯერ დავარტყით. დღეს ეს ტრადიცია წყალქვეშ გავაგრძელეთ. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის არცერთი უკანონო ობიექტის ადგილი არ არის. ამიტომ, ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა. ყირიმი უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი სახით გამოვლინებას ჩვენი მკაცრი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ვასილი მალიუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics