16:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 11:00:16, 908 ნახვა

ომი უკრაინაში
ემანუელ მაკრონი - როდემდე აპირებს რუსეთი მშვიდობის წინადადების უგულებელყოფასა და ბავშვებისა ხოცვას?

უკრაინაში ამ ეროვნული გლოვის დღეს, ჩემი ფიქრები ბავშვებთან, მშვიდობიან მსხვერპლთან, მათ შორის 4 აპრილს, კრივოი როგში რუსეთის მიერ მიყენებული სისხლიანი დარტყმების შედეგად დაზარალებულებთანაა - ამის შესახებ წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე

მისივე თქმით, გასულ ღამეს, რუსეთი კვლავ დაესხა საცხოვრებელ უბნებს კიევსა და უკრაინის რამდენიმე სხვა ტერიტორიაზე.

,,იმ დროს, როდესაც უკრაინამ თითქმის ერთი თვის წინ 30 დღის ვადით ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის წინადადება მიიღო და როდესაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად მშვიდობის მიღწევის გზებზე ვმუშაობთ, რუსეთი ომს კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით აგრძელებს, არ ითვალისწინებს მშვიდობიან მოსახლეობას.

ეს რუსული იერიშები უნდა დასრულდეს. ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს და აუცილებელია მტკიცე ზომების მიღება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ დროის გაწელვასა და მშვიდობისგან თავის არიდებას განაგრძობს.

რამდენ ხანს აპირებს რუსეთი აშშ-სა და უკრაინის მშვიდობიანი წინადადებების უგულებელყოფას და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას?''- წერს ემანუელ მაკრონი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics