2025-03-09 11:15:02, 1004 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მხარის ინფორმაციით, ღამით 88 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და რუსეთის ხუთმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 88 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 52 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 13 - ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, 9-როსტოვის ოლქის თავზე, 8 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 3 - ასტრახანში და თითო-თითო კრასნოდარის, რიაზანისა და კურსკის ტერიტორიებზე.
ამასთან, რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ღამით, უსაფრთხოების გამო, რუსეთის ხუთ აეროპორტში - ვოლგოგრადის, ყაზანის, ასტრახანის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ვლადიკავკაზის აეროპორტებში - დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მოგვიანებით, ხუთივე აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,