10:13 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 15:00:22, 828 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი უარყოფს, რომ რუსულმა დრონმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანა

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ რუსულმა დრონმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავ სარკოფაგზე იერიში მიიტანა. 

"საუბარიც კი ვერ იქნება, რომ იერიშები ხდება ატომური ინფრასტრუქტურის, ბირთვული ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რაღაც ობიექტებზე. ამიტომ, ნებისმიერი მტკიცება, რომ ეს ასე იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება. რუსი სამხედროები ამას არ აკეთებენ, არ აკეთებენ. საუბარია მორიგ პროვოკაციაზე, გაყალბებაზე. ეს არის სწორედ ის, რაც კიევის რეჟიმს უყვარს და, ზოგჯერ, რისი კეთებაც არ ერიდება". - თქვა პესკოვმა. 

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 14 თებერვლის ღამით რუსულმა დრონმა ჩერნობილის განადგურებული ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დააზიანა. მისივე თქმით, სადგურზე ამჟამად მონიტორინგი მიმდინარეობს და რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა (ГСЧС) ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავ სარკოფაგზე რუსული დრონის იერიშის შემდეგ რადიაციის დონე ნორმის ფარგლებს არ გასცდენია. სამსახურის ცნობით, მონიტორინგი მიმდინარეობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics