12:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 14:29:27, 571 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კასპელ მოჭიდავეებს შეხვდნენ

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  კასპელ მოჭიდავეებს - სამბოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, კახა მამულაშვილს და საქართველოს ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში გოდერძი ძებისაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ივნისში, სერბეთში  ვეტერანთა შორის  ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა, სადაც კახა მამულაშვილმა დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა, გოდერძი ძებისაშვილმა კი პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილის ლიცენზია მოიპოვა.

მათივე ინფორმაციით, ვახტანგ მაისურაძემ ორივე სპორტსმენს მადლობა გადაუხადა მიღწევებისთვის, სამომავლო წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა  აღუთქვა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics