08:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 14:24:29, 936 ნახვა

რეგიონი
მერია - ქედაში „ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლების შეძენის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 4 სახლი აშენდება

ქედაში, "ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლების შეძენის" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 4 სახლი აშენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან, გენადი ანანიძესთან ერთად, პირველ მაისში საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

"ახალი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ძველი ფიცრული სახლის მიმდებარედ შენდება რევაზ აბულაძის ექვს სულიანი ოჯახი ისარგებლებს. საკუთარი სახლის სამშენებლო სამუშაოებში რევაზ აბულაძე აქტიურადაა ჩართული.

ასევე, უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელი აგარის, აგოთის და კოკოტაურის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. პროგრამის ბიუჯეტი 350 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2019 წლიდან ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში 14 ახალი სახლი აშენდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics