01:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 10:39:11, 1005 ნახვა

მსოფლიო
ობამამ და პუტინმა უკრაინის კრიზისი ტელეფონით განიხილეს

უკრაინის კრიზისზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
„ბი-ბი-სი“-ის ინფორმაციით,თეთრი სახლის ლიდერმა პუტინს მოუწოდა გამოიყენოს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა, რომელიც უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით გაიმართება.
ამასთან, ობამამ პუტინთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში აგრესიულ ქმედებებს არ შეწყვეტს, აშშ როგორც ფინანსურ ასევე, სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო დაპირისპირება პრორუს სეპარატისტებს და უკრაინელ სამხედროებს შორის გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics