15:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 11:12:55, 1793 ნახვა

სამხედრო
საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნა თავდაცვითი ოპერაციის წარმოებაზე იყო ორიენტირებული და სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"სწავლება სამი ფაზისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი ბატალიონის და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ურთიერთშერწყმას დაეთმო, მეორე ეტაპი შემფასებელ-მაკონტროლებელი ჯგუფების მიერ ბატალიონის შეფასებას მოიცავდა, მესამე ეტაპი კი, საბრძოლო სროლებით დასრულდა.

სწავლება მიზნად ისახავდა ბატალიონის შტაბის, საცეცხლე ქვედანაყოფების, ჰაერსაწინააღმდეგო გათვლების ერთობლივი მოქმედებების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწას",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics