14:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 20:26:03, 662 ნახვა

საზოგადოება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო საგანმანათლებლო პროექტის ფინალი გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო საგანმანათლებლო პროექტის „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ ფინალი გაიმართა.

პროექტში, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თბილისის ათივე რაიონის სკოლა მონაწილეობდა და მიზნად ახალგაზრდობაში თბილისის ისტორიისა და დღევანდელობის გაცნობიერებას ისახავდა. ფინალურ თამაშს თბილისის მერი დავით ნარმანია, ათივე მუნიციპალიტეტის გამგებელი, სკოლის დირექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამარჯვება წილად პირველ კლასიკურ გიმნაზიას ხვდა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფასიანი საჩუქრებითა და გარდამავალი თასით დააჯილდოვა, ასევე საჩუქრები გადაეცა ფინალური თამაშის ყველა მონაწილეს. აღნიშნული პროექტის განხორციელება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის მერიისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მომავალშიც იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics