12:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 10:31:20, 728 ნახვა

სამართალი
„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი, გამოგზავნილი ამანათებიდან ნივთებს იპარავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ბექა გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრში ტვირთებისა და ამანათების აღრიცხვის სპეციალისტად მუშაობდა, იტალიიდან გამოგზავნილი ერთ-ერთი ამანათიდან ოქროს ბეჭედი მოიპარა. ნივთის დაკარგვის შესახებ სერვისცენტრის თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების და „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრის პოლიციასთან თანამშრომლობის შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

შსს-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრში 2 თვის წინ „Apple“-ის ფირმის პლანშეტი დაიკარგა, რომელიც ბექა გ-მ მოიპარა და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ლომბარდში ჩააბარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics