13:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 01:11:06, 7131 ნახვა

ომი უკრაინაში
პრემიერი - ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი დისტანციის დაცვაა, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში

დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი - დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს, ეკლესიაში, თუ სუპერმარკეტში, - ამის შეახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არსებობს საკითხები, რომლებიც არის სენსიტიური და მარტივად გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქის თუ მრევლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა, მაშინ არაფერს არ ნიშნავს და არაფერი არ ღირს ორი მეტრის დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიასაც,

„რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუშლის იმას, რომ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ გამოწვევას. მარტივი თემაა. მინდა, შევამჩნიოთ და დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა, ბევრმა მამაომ გააკეთა. მესმის რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო, როდესაც მრევლს უნდა სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ და გარკვეული დისტანცია დაიცვან. ასე იქმნება სახელმწიფოები. ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, პრობლემებიც უამრავია და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

როგორც ადრე ვთქვი და გავიმეორებ, დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი – დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს, ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში. როდესაც ვიღაც საუბრობს, 10 ადამიანი ბევრია, თუ ცოტაა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი თანამოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და როდესაც ვიღაცებს უნდათ, პოლიტიკური ინტერესიდან გამოიყენონ მთავრობას, სახელმწიფოს და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა“, – განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics