2019-11-04 15:42:07, 12877 ნახვა
Lifestyle
ვინ არის კიანუ რივზის ახალი შეყვარებული
კიანუ რივზი ჰოლივუდის ერთ-ერთ სექს-სიმბოლოდ დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა. მისი ტრაგიკული სიყვარულის ისრტორია ყველამ ვიცით, მაგრამ ნუთუ მსახიობს ახალგაზრდობის მერე არავინ ჰყვარებია? ეს რათქმაუნდა ასე არ არის.
კიანუ რივზის და ალექსანდრა გრანტის ურთიერთობებს უცხოურ პრესაში დიდი ხანია განიხილავენ. წყვილს ერთად მუდმივად ხედავდნენ, პაპარაცები სურათებს უღებდნენ, მაგრამ ვერავინ ამტკიცებდა , რომ მათ შორის რაღაც სერიოზულია.
და აი დადგა დღე, როცა ჰოლივუდური ჭორები გამართლდა-რივზი პრემია LACMA-ს წითელ ხალიჩაზე ცნობილ მხატვართან ალექსანდრა გრანტთან ერთად მივიდა.
აღსანიშნავია, რომ კამერების წინ ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, რამაც ჟურნალისტები წყვილის რომანტიულ ურთიერთობებში საბოლოოდ დაარწმუნა.

ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან