2019-04-20 15:43:25, 8719 ნახვა
Lifestyle
მომღერალი ადელი მეუღლეს დაშორდა
Associated Press-ის ცნობით ბრიტანელი მომღერალი ადელი საკუთარ მეუღლეს ბიზნესმენ საიმონ კონეკის დაშორდა.
გამოცემამ ამის შესახებ ინფორმაცია არტისტის უახლოესი წრისგან შეიტყო: "ადელი და საიმონი დაშორდნენ, მაგრამ შვილს თანაბარი უფლებებით აღზრდიან, ორივე შეთანხმდა იმაზე, რომ დაშორების მიზეზებზე პრესასთან არ ილაპარაკებენ და საზოგადოებას სთხოვენ მათ პირად ცხოვრებას და გადაწყვეტილებას პატივი სცენ", თქვა Associated Press-თან ინტერვიუში უკვე ყოფილი ოჯახის მეგობარმა.
ადელმა და საიმონმა ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს , 1 წელიწადში მათ ვაჟი ანჯელო ეყოლათ.
2017 წელს ლოს-ანჯელესში აგარაკზე დახურული ცერემონია გაიმართა, სადაც მომღერალმა და ბიზნესმენმა ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეჰპიცეს. კონეკისთვის ეს ქორწილი რიგით მეორე იყო.

ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან