11:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 14:04:56, 740 ნახვა

პოლიტიკა
გაეროს უშიშროების საბჭოს 28-ე სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

გაეროს უშიშროების საბჭოს  28-ე სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებულ კრიზისს დაეთმო,  ამერიკის შეერთებული შტატების,  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ლიტვის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სახიფათოა, რომ რუსეთის ქმედებები იქცეს „ახალ ნორმად“. ჩვენ ეს სტრატეგია მანამდე ვნახეთ ყირიმში, ხოლო უფრო ადრე - საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და დნეპრისპირეთში... მოსკოვის მიერ ინსპირირებული ყველა კრიზისი ერთმანეთის მსგავსია: ჩამოაჭრა მეზობელ ქვეყანას ტერიტორია და აქციო ის გაყინულ კონფლიქტად“, - განაცხადა გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება გაეროში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ გრანტმა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ე.წ. ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე მოეწერა ხელი, ხოლო სამხრეთ ოსეთთან ხელმოსაწერად მზადდება, წარმოადგენს „მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის მოდელს  და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ ხელყოფას".

საქართველოს საკითხი წინ წამოწია ასევე გაეროში  ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბრის შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაგივრად, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ანექსიას  და აღნიშნულის შენიღბვას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით ცდილობს.

„მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას გაეროს ქარტიით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპები და შეწყვიტოს ექსპანსიონისტური და რევანშისტული პოლიტიკა, რომელიც სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული“, - განაცხადა ლიტვის ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics