2018-10-13 14:47:02, 6725 ნახვა
Lifestyle
მოდის ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დაასახელეს
ბრენდინგის სააგენტო Interbrand-მა, Best Global Brands 2018-ის ფარგლებში, 100 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გამოავლინა.
ტოპ-ის აბსოლუტური ლიდერები Apple, Google, Amazon, Microsoft და Coca-Cola არიან.
"ლუქს"-კლასის ტანსაცმლის და აქსესუარების მწარმოებელ კომპანიებს შორის ფრანგული მოდის სახლი Louis Vuitton ლიდერობს, ის ექსპერტებმა 28 მილიონ დოლარად შეაფასეს და რეიტინგში მე-18-ე ადგილი მიანიჭეს. მას რამდენიმე პოზიციით Chanel ჩამორჩება (23-ე ადგილი რეიტინგში). Hermes (32-ე ადგილი) , Gucci (39 ადგილი), ხოლო Cartier 67-ტე ადგილით შემოიფარგლა.
Interbrand-ის მთავარი სპეციალისტის რებეკა რობინსის მტკიცებით, რეიტინგში Louis Vuitton-ის წარმატება იმ ფაქტორით არის განპირობებული, რომ ამ ბრენდს თითქმის ყველა კულტირის და თაობის წარმომადგენლების უმეტესობა დადებითად აფასებს.
ავტორი: ,