19:23 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 17:17:05, 1079 ნახვა

სხვადასხვა
ქართველი მოქალაქეები თურქული გემის დაბომბვის შედეგად არ დაშავებულან

ლიბიის  წყლებში მცურავი თურქული გემის დაბომბვის შედეგად  ქართველი მოქალქეები არ დაშავებულან.
ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ განაცხადა. 
მისივე თქმით, ქართველი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
„ჩვენს მოქალქეებს რაიმე პრობლემა არა აქვთ, მათი ჯანმრთელობა არის ნორმალური. გემი დაზიანებულია, ფაქტიურად არის ავარიულ მდგომარეობაში გადაყვანილი. ჩვენ შევატყობინეთ შესაბამის უწყებებს როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღავრს გარეთ“,-განაცხადა მამუკა ახალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თურქული სატვირთო გემზე საჰაერო იარიში მიიტანეს. 
ინცინდენტი ლიბიის ქალაქ ფობრუკის მახლობლად მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics