09:08 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 16:00:45, 811 ნახვა

საზოგადოება
„RMG Gold”-ისთვის ლიცენზიის გაგრძელების საკითხზე, პრეზიდენტი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს

საყდრისში სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, კომპანია „RMG gold”-ისთვის ლიცენზიის 5 წლით გაგრძელების საკითხზე, პრეზიდენტი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

გიორგი მარგველაშვილმა თემის კომენტირებისას მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, სასამართლო განხილვის დასრულებამდე საყდრისის ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე საქმიანობა შეჩერებულიყო.

„ლიცენზიასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე პოზიციას ვერ მოგახსენებთ, თუმცა, მე განვაცხადე, რომ სანამ მიმდინარეობს სასამართლო, მიზანშეუწონელი იქნებოდა სამუშაოები შეჩერებულიყო. ისევ იგივე პოზიციაზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს და ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიც არის სასამართლო, თავისი უფლებამოსილება ეფექტურად განახორციელოს, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დაცული იქნება როგორც ბიზნესის ინტერესები, ასევე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ამ ორი ღირებულების შეთავსება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებს. მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მანამდე საქმიანობა შევაჩეროთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics