13:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 16:04:09, 1069 ნახვა

სხვადასხვა
კოკო შანელი, პატარა შავი კაბის შემქმნელი - ნაცისტების აგენტი იყო

საფრანგეთში მოძიებული დახურული არქივებიდან ცნობილი გახდა, რომ კოკო შანელი ნაცისტების აგენტი, ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საარქივო ფაილები აღმოაჩინეს, რომლებშიც ნაცისტებისა და ფრანგების საიდუმლო ოპერაციების შესახებ არის ინფორმაცია.

საბუთებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, ვენსენის სასახლეში ინახებოდა, ინფორმაცია კიდევ რამდენიმე ათას აგენტზეა, რომელტა შორის ცნობილი დიზაინერი კოკო შანელიცაა.

ფაილი, რომელიც შანელს ეხება 1944 წლის ნოემბრით არის დათარიღებული.

"წყარომ, მადრიდიდან გვაცნობა, რომ მადამ შანელი 1942-1943 წლებში განს გიუნტერ დინკლაგეს საყვარელი და აგენტი იყო. 1935 წელს გიუნტერი გერმანიის საელჩოს ატაშე იყო. ის აგიტატორად მუშაობდა და ჩვენ ვთვლით, რომ ის გერმანიის აგენტი იყო", - ნათქვამია დოკუმენტში.

არქივის ზედამხედველი ფედერიკ კეგინერის თქმით, ჩანაწერებში ნათქვამია, რომ კოკო შანელი აბვერის აგენტი იყო. ცნობისთვის აბვერი, 1919-1944 წლამდე ხელისუფლების სამხედრო დაზვერვისა და მესამე რეიხის კონტრდაზვერვის ორგანო იყო.

კეგინერის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ გერმანელებმა კოკო შანელი პოტენციურ ინფორმაციის მიმწოდებლად ჩაწერეს, რადგან ის გარკვეულ მასალებს აწვდიდა ნაცისტებს, თუმცა ამ ფაქტს არ აცნობიერებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics