14:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 13:19:19, 1225 ნახვა

Lifestyle
ინგა გრიგოლია: შანტაჟის და მუქარის არ მეშინია, უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე

შანტაჟის და მუქარის არ მეშინია, არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ინგა გროგოლია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

,,გამარჯობა,ჩემო მეგობრებო......როგორც მეუბნებიან,პირდი ცხოვრების ამსახველ ახალ ვიდეოში,რომლის გამოქვეყნებასაც აპირებენ,თურმე ჩემი გვარიც დაანონსდა))))მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე......დანარჩენს უკვე გადაცემიდან ვიტყვი,დღეს,ორ საათზე ეთერი მაქვს. სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე...მირეკეს,მწერეს და ჩემი შვილის გარდა,ვერავინ გაბედა ეთქვა,რომ ჩემი გვარი დაანონსდა,ვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებასაც აპირებენ,თუ ქვეყნიდან და პოლიტიკიდან(?????) არ წავალ....დააშანტაჟეთ და შეაშინეთ,ვინც შეგიშინებიათ!!!!!!!!მე ღიად ვხსნი ამ თემას.......თუ ასეთ ქვეყანაში უნდა გვაცხოვრონ,მაშინ თავს შევაკლავ ჩემი დაა სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლასეთერში ვარ ორზე“, -წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში  პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრები გავრცელდა. ამჯერად ვიდეოში ასახული პირების სახეები დაფარულია.

ვიდეოს განარტებაში ნათქვამია: „წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები თუ არადა და ელოდეთ შემდეგ სერიებს“.

ვიდეოს დასასრულს რამდენიმე პოლიტიკოსს, მაღალი თანამდებობის პირსა და ჟურნალსტს მათ შესახებ ვიდეო გავრცელებით ემუქრებიან.მუქარის ერთ-ერთი ადრესატი სწორედ ინგა გრიგოლიაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics