13:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 14:24:57, 1222 ნახვა

კომენტარი
ლევან ბერძენიშვილი: კვირიკაშვილის წარუმატებლობა მე არ დამინახავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძნიშვილის განცხადებით, საკადრო გადაადგილებების თაობაზე მისთვის არაფერი იყო ცნობილი, თუმცა ფიქრობს, რომ  გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.

"კვირიკაშვილის წარუმატებლობა მე არ დამინახავს.თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანაში პრობლემებია,მათ შორი ეკონომიკის სფეროში, ეს არ მგონია, რომ კვირიკაშვილისგან მომდინარეობდეს. როგორც პიროვნება იგი უაღრესად დადებითი, შრომისმოყვარეა",-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ამასთან, უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, დიმიტრი ქუმსიშვილი კარგი მენეჯერია და  დარწმუნებულია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმატებით წარუძღვება.

"დიმიტრი ქუმსიშვილი კარგი მენეჯერია, კარგი ხელმძღვანელია და ის წარუძღვება ამ სამინისტროს წარმატებულად, ჩვენ ვენდობით პრემიერის გადაწყვეტილებას",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა, თავად გირგი კვირიკაშვილმა კი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics