09:43 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-24 10:25:45, 1307 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები იმედის, რუსთავი 2-ისა და POSTV-ის სანქცირების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას გეგმავენ

ევროპარლამენტარები იმედის, რუსთავი 2-ისა და POSTV-ის“ სანქცირების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას გეგმავენ.

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სამი წევრი: კშიშტოფ ბრეიზა, მიხალ შჩერბა და ანდრეი ჰალიცკი მოითხოვენ საქართველოს შესახებ ანგარიშში შესწორებები შევიდეს.

„ევროპარლამენტი უმკაცრესად გმობს სისტემურ დეზინფორმაციას, დისკრედიტაციის კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას, რომელსაც ავრცელებენ ტელეკომპანიები Imedi TV, Rustavi 2 და POST TV - მედია საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ არა როგორც დამოუკიდებელი საინფორმაციო პლატფორმები, არამედ როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ინსტრუმენტები; ასევე გმობს ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროკავშირის მაღალჩინოსნებსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელზე, ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე მიმართულ განმეორებით თავდასხმებს, მათ შორის ცილისმწამებლურ ნარატივებს, მანიპულაციურ გაშუქებას და კოორდინირებულ მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ნდობის შერყევას ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების მიმართ.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომების მიღება იმ პირებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აღნიშნული დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მტრული აქტივობები გაგრძელდება“, — წერია დოკუმენტში, რომელიც „ფორმულამ“ მოიპოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics