09:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 13:50:40, 3741 ნახვა

კულტურა
შოთა რუსთაველის თეატრში ელგუჯა ბურდულის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

31 მარტს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრში გაიმართება ელგუჯა ბურდულის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელიც თბილისის მერიის კულუტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის იფნორმაციით, მსახიობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მიუძღვნიან მისი შვილები ბაკური და ლადო, სიტყვით გამოვლენ მისი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც გაიხსენებენ მის განვლილ გზას. საღამოზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები ელგუჯა ბურდულის ფილმებიდან და წარმოდგენილი იქნება იმპროვიზირებული შემოქმედებითი ნომრები.

ელგუჯა ბურდულს ნათამაშები აქვს 70-მდე ფილმში, როგორც მთავარი ასევე ეპიზოდური როლი. იგი მიეკუთვნება იმ რევოლუციურ ვარსკვლავებს, რომლებმაც ქართველი მამაკაცის ახალი სტერეოტიპი შექმნეს. ამაზე მეტყველებს მის მიერ შესრულებული როლების წარმატებები და პრიზები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics