10:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 10:56:36, 1295 ნახვა

კახა კალაძე - ვაფრთხილებ ყველას, ვინც გაბედავს არასწორ ქმედებას, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

 მე არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტას სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველა იხდის თავის მოქალაქეობრივ ვალს. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტას სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე, კოალიციის შექმნის აუცილებლობა არ არის.

„კოალიციის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არის, არ იქნება ამის აუცილებლობა, რადგან იმხელა მხარდამჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, კოალიციის აუცილებლობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ  „ქართულ ოცნებას“ ექნება 40%-ზე ნაკლები, შესაბამისად ამის აუცილებლობა არ არსებობს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მანვე დასძინა, რომ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები ცდილობენ საარჩევნო პროცესსში არეულობის შეტანას, თუმცა არასწორი ქმედების შემთხვევაში, დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით.

„არანაირი კარუსელი არ არსებობს, ამასთან დაკავშირებით პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გააკეთა განცხადება, დესტრუქციული, რადიკალური პოლიტიკური ძალები შეეცდებიან არეულობის შემოტანას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, ვინც გაბედავს არასწორ ქმედებას, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით’, - დასძინა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics