14:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 17:44:11, 1091 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ რუსული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს აკრედიტაციები შეუჩერა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მედიასაშუალების ჟურნალისტებს აკრედიტაციები შეუჩერდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

მათვივე ცნობით, აკრედიტაცია 100-მდე რუსული ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტს  შეუჩერდა.  

აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი გამოეხმაურა.

ალექსანდრ ლუკაშევიჩმა მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას, ჟურნალისტების საქმიანობის ყველა მარეგულირებელი ნორმის დარღვევა უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics