|
2016-06-04 14:18:42, 3636 ნახვა
კულტურა
თამარ გვერდწითელი მსმენელების წინაშე ახალი საკონცერტო პროგრამით წარსდგა
მუსიკოსი თამარ გვერდწითელი მსმენელების წინაშე ახალი საკონცერტო პროგრამით წარსდგა. გვერდწითელის ახალ პროგრამას „მამელი, დედის თვალები“ ჰქვია. ნიუ-იორკში მუსიკოსის გამოსვლამ სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტში მონაწილეობას იღებდა ხელოვნების ფესტივალის „ალუბლების ბაღის“ დიდი სიმფონიური ორკესტრი. კონცერტის დამსწრეთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ საღამომ მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ერთ-ერთმა მუსიკალურმა კრიტიკოსმა განაცხადა, რომ ეს არის აბსოლუტურად უნიკალური შემთხვევა, როდესაც ზოგჯერ სიმღერის ტექსტი არ გესმის, თუმცა გინდა გაგიხარდეს და იტირო მომღერალთან ერთად. აუდიტორიის წევრებმა თამარ გვერდწითელის ვოკალი შეაფასეს, როგორც „ბროლის, გამჭირვალე, სავსე და ძლიერი“. თამარ გვერდწითელის ამ გამოსვლით ფესტივალი „ალუბლების ბაღი“ გაიხსნა, რომელიც ორ კვირას გასტანს.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)