23:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 12:12:12, 1702 ნახვა

რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო ფოთში კოღოს საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებებს ახორციელებს

საქართველოს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამით, სურსათის ეროვნული სააგენტო ფოთში ტრანსმისიური მწერების (კოღოს) საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებებს ახორციელებს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პირველი ეტაპი ივლის-აგვისტოში ჩატარდა. ამჯერად, მეორე ეტაპის რეალიზებას სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსის თემურ გაბრიჩიძის ინფორმაციით, მეორე ეტაპი ითვალისწინებს ბიოლოგიური პრეპარატ ,,ვექტობაგი-12''-ით საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებისა და სადარბაზოების, ასევე, არხებისა და სხვა კომუნიკაციების შესხურებით დამუშავებას. პრეპარატის შესხურება წარმოებს ,,სკაუტ-36'' აგრეგატით. პრეპარატით კოღოს კვერცხების ლიკვიდაცია ხდება, ,,ვექტობაგი'' აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მეორე ეტაპის შეწამვლითი პროცესი 9 აპრილის ხეივნის კორპუსებში ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ დაათვალიერეს. ქალაქის ხელმძღვანელები ღონისძიების ეფექტურობით დაინტერესდნენ.

მესამე ეტაპის შეწამვლა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics