2020-04-02 12:20:53, 2523 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის სიმპტომით შესული 8 პაციენტის პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თემურ ნადირაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოფოში კორონავირუსის სიმპტომებით შესული 8 პაციენტის პასუხი უარყოფითია.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტიდან, ორი საშუალო სიმძიმისაა, ერთი კი მსუბუქი სტაბილური მდგომარეობით ხასიათდება.
„გუშინ აღებული იყო 8 პაციენტზე საკვლევი ანალიზები კორონავირუსზე. საღამოს მივიღეთ პასუხები და ყველა უარყოფითი იყო. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული სამ პაციენტის მდგომარეობას, ორი საშუალო სიმძიმისაა, ერთი კი მსუბუქი სტაბილური მდგომარეობითაა. ჩვენ შევიცვალეთ გუშინ პროფილი, უკვე აღარ ვღებულობთ ბავშვებს. მოზრდილებზე უკვე დიდი ხანია უარი გვაქვს ნათქვამი, რადგან ეს განყოფილება მთლიანად კორონავირუსს დაეთმო“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,