2015-01-04 13:20:22, 1802 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეზინის ხელკეტები შესაძლოა, შეიცვალოს
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეზინის ხელკეტები შესაძლოა, შეიცვალოს.
ცვლილებას, რომელიც „პატიმრობის კოდექსი“ ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებები პატარა, კომპაქტურ, გასაშლელ ხელკეტებს გამოიყენებენ, რომლითაც დღეს საპატრულო პოლიციაა აღჭურვილი და რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ რეზინი არ არის.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნინული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების ტრენინგების დროს გამოჩნდა, რომ დახურულ სივრცეში რეზინის ხელკეტის გამოყენება მისი ფორმირებისა და დარტყმის ძალის გამო, მიზანშეუწონელია.
კოდექსში ცვლილება, ევროპის საბჭოს რეკომენდაციების თანახმად შედის.
პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს მიმიდნარე წლის 18 თებერვალს განიხილავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან