2015-04-05 11:52:03, 1723 ნახვა
სპორტი
პრეზიდენტი პოლიციელის მკვლელობაზე: ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას ველით
პრეზიდენტი პოლიციის თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი ბექა მარგიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ დანაშაულს სწრაფად გამოიძიებენ.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
შესაბამისი ორგანოებისგან ჩვენ ველით ამ უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულის სწრაფ გამოძიებას. დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.
პატივს მივაგებ ბექა მარგიშვილის ნათელ ხსოვნას და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას",-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან