2015-03-10 12:08:29, 3869 ნახვა
კულტურა
ათენში „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოსა და ესტონეთის საელჩოების ორგანიზებით, ქალაქ ათენში საბერძნეთის ფილმების არქივი-მუზეუმის კინოდარბაზში ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ოსკარის ნომინანტი ფილმის „მანდარინები“–ს ჩვენება გაიმართა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის უფროსი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა, ეროვნული თავდაცვისა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები, წამყვანი ბერძენი კინო-კრიტიკოსები, კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანები, მასმედიის წარმომადგენლები და ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.
ფილმმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან