2015-02-27 16:28:27, 2301 ნახვა
სპორტი
ნინო გოგუაძე: ქვეყანაში აუტანელი მდგომარეობაა
ქვეყანაში აუტანელი მდგომარეობაა შექმნილი,-ასე გამოეხმაურა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე ყოფილი პრემიერისა და ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ ბარლდებებს.
გოგუაძის შეფასებით, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და ის მას ვერ გაექცევა.
"ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი, აუტანელია. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს აბრალებენ იმ განუკითხაობას, რომელიც შექმნილია საქართველოში. ფაქტია, რომ მთავრობა ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას.სწორედ ის არის უშუალოდ პასუხისმგებელი ყველანაირ იმ სიტუაციაზე, იმ ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი",-განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან