2026-02-24 13:50:29, 8011 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი - კომპანიებო, ვინც რეკლამის განთავსების, ან სხვა სახით აფინანსებთ იმედს და პოს-ტივის. თუ ხვდებით, რა შარში ხართ და რა არის მოსალოდნელი
"ბრიტანეთი პირველი მერცხალია, რომელსაც ევროპა მიყვება. - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
"კომპანიებო, ვინც რეკლამის განთავსების, ან სხვა სახით აფინანსებთ იმედს და პოს-ტივის. თუ ხვდებით, რა შარში ხართ და რა არის მოსალოდნელი?!
ეს განსაკუთრებით ეხება კომპანიებს, რომლებიც კოტირებენ ლონდონის ან სხვა ბირჟებზე.
თქვენი აზრით, რა მოუვა თქვენს აქციებს, როდესაც თქვენი სიები მიეწოდება შესაბამის ინსტიტუტებს?!" | წერს გია ხუხაშვილი.
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,