|
2015-02-13 13:36:11, 1617 ნახვა
სხვადასხვა
"კავკასიური სახლი” და სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი პრეზიდენტს ანა დოლიძის კანდიდატრის განხილვის თხოვნით მიმართავენ
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი ”კავკასიური სახლი” და სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თხოვნით მიმართავენ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ანა დოლიძის კანდიდატურა განიხილოს. როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ანა დოლიძე პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამოირჩევა. მათივე ცნობით, მიუხედავად მაღალი კვალიფიკაციისა, ანა დოლიძე აქამდე არასდროს ყოფილა პოლიტიკურ თანამდებობაზე და მხოლოდ პორფესიულ-იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა. აქედან გამომდინარე, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი "კავკასიური სახლი" და სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავენ, უზენაესი სასამართლოს თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურას პარლამენტის წინაშე რეკომენდაცია გაუწიოს. "ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი ორგანიზაციები და ცალკეული მოქალაქეები, ვთვლით, რომ საქართველოში გამჭვირვალე და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, ჩამოყალიბდეს ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის რეალური გარანტი იქნება
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)