2014-12-21 23:45:10, 4358 ნახვა
კულტურა
ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” ოსკარისთვის იბრძოლებენ
ამერიკულმა კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან კატეგორიაში წარდგენილი ფილმების მოკლე ნუსხა გამოაქვეყნა.
ნომინაციაზე სულ წარდგენილი ფილმებიდან, შერჩეულია 9 ფილმი, რომლებიც “ოსკარისთვის” იბრძოლებენ. მათ შორისაა ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”.
“მანდარინები” ოსკარზე ესტონეთმა წარადგინა, “სიმინდის კუნძული” კი საქართველომ.
”ვულოცავ ჩემს თავსაც და გიორგი ოვაშვილსაც შორთ ლისტში მოხვედრას ოსკარების!!!!” – დაწერა ზაზა ურუშაძემ სოციალურ ქსელში.
გავრცელებულმა ინფორმაციამ ქართველ კინომანებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, სკეპტიკოსებიც კი საქართველოში ოსკარს ელიან.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს გლობუსის” დაჯილდოვების ცერემონიალზე ზაზა ურუშაძის ფილმი “ნამდარინები” წარგენილია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან