09:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-08 18:44:31, 4988 ნახვა

პოლიტიკა
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

უნგრეთში, 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, "ქართული ოცნება" დამკვირვებლებს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილის გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, დღეს, დაადასტურა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი აცხადებს, რომ უნგრეთის მოქმედი მმართველი პარტია მათი მეგობარია. დავით მათიკაშვილის თქმით, მომავალ არჩევნებში მისი გუნდი ვიქტორ ორბანის უჭერს მხარს. 

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება სულ რამდენიმე დღეში, სხვათა შორის ჩვენც მივემგზავრებით დამკვირვებლებად, ვიქნებით იქ, კი ბატონო, ვადასტურებ ამას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, არა მხოლოდ უნგრეთისთვის, რამეთუ კონსერვატიული მიმართულების ხელისუფლება, რომელიც ჰყავს უნგრეთს, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თუკი კონსერვატიული მიმართულება გაგრძელდება სახელისუფლებო დონეზე და ხალხი კვლავ დარჩება პატრიოტიზმის, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის სადარაჯოზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თან ორბანი, დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ ძალიან დიდ მეგობრებს წარმოადგენენ და ბუნებრივია, რომ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მთელი გულით მხარს ვუჭერთ ორბანს გამარჯვებისთვის, პირდაპირ შემიძლია გითხრათ.

ტრამპს აქვს გამოცხადებული ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ და ქართულ-ამერიკული ურთიერთობაც, მისი გაუმჯობესებაც პირდაპირ არის დაკავშირებული, რამდენად წარმატებული იქნება ტრამპი," - ამბობს დავით მათიკაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics