10:24 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-02 01:04:16, 4998 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე აშშ-სთან ურთიერთობებზე: აპრილი დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა შეხვედრები

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში აშშ-სთან ურთიერთობებზე საუბრისას თქვა, რომ "დასახელდა აპრილის თვე, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და იქნება საინტერესო სიახლეები".

კალაძემ არ დააზუსტა, კონკრეტულად რა შეხვედრებზე და სიახლეებზეა საუბარი და თქვა, რომ "ამ ეტაპზე, დეტალებისგან თავს იკავებს".

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლით. დაველოდოთ, სანამ კონკრეტიკა არ იქნება. იცით, რომ აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე იქნება საინტერესო სიახლეები.

დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ეს შეეხება ზოგადად ურთიერთობებს და სამომავლო პარტნიორობას და ზოგადად ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენ შორის.

მეტი დეტალისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყველაფერი ცხადი და ნათელი იქნება", - თქვა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics