19:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 16:02:42, 1732 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგებელმა და მხარის გუბერნატორმა რიყის გზაზე სამუშაოები დაათვალიერეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ დღეს, რიყეში გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი მილ–ხიდის სრული რეაბილიტაცია. დღეს მოხდა ბეტონის მილების ჩამოტვირთვა, როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ორივე მდინარეზე მოხდება თანამედროვე ხიდ–ბოგირების მოწყობა და გზა სრულად სექტემბრის ბოლომდე იქნება შეკეტებული.

როგორც გამგებელი ედიშერ თოლორაია აღნიშნავს სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდება. სოფელში გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და მთლიანად განათდება ზუგდიდი – რიყის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ჯამიური ღირებულება 2 მილიონ 270 ათას ლარს შეადგენს.

გუბერნატორის ლევან შონიას განმარტებით მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ეს მეექვსე გზის მასშტაბური რეაბილიტაციაა. რიყის ადმინისტრაციულ ერთეულში გზა ბოლოს 1989 წელს შეკეთდა. ეს გზა, რამდენიმე სოფელს აერთიანებს, აქვს შიდა სახელმწიფოებრივი დატვირთვა და არის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი. სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივები დასაქმდებიან. გზის აღდგენითი სამუშაოების შემდეგ გადაადგილება გაუმარტივდებათ, როგორც ტრანსპორტით ასევე ქვეითად მოსიარულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics