2026-04-17 10:35:54, 626 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს. ივანიშვილი სამხრეთ საქართველოში მდებარე ერთ-ერთი რეზიდენციის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეს 50 კილომეტრის რადიუსში ხურავს, შიში, მეგალომანია თუ... ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება!“- წერს ზურაბიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,