|
2025-12-22 23:22:01, 1270 ნახვა
საზოგადოება
საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს. ორგანიზაციის განცხადებიდან ირკვევა, რომ 2023 წლიდან ონიანი საია-ს ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. აქამდე საია-ს ნონა ქურდოვანიძე ხელმძღვანელობდა. "დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ორგანიზაციის გამგეობამ საიას თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩია. თამარ ონიანი 2023 წლიდან არის საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი, ხოლო, 2022 წლიდან თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი. 2025 წლიდან თამარ ონიანი ოქსფორდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლობს. ამავდროულად, არის მოწვეული ლექტორი რამდენიმე უნივერსიტეტში. თამარი 2021 წლიდან საიაში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს, ხოლო, 2018 წელს მან საიაში მუშაობა სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე დაიწყო. ამ პოზიციაზე თამარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა. ნონა ქურდოვანიძე ორგანიზაციას სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. მან ამოწურა უფლებამოსილების ვადა, ხოლო საიას წესდების შესაბამისად, აღარ ჰქონდა მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. საიას გუნდი მადლიერია ნონა ქურდვანიძის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. მისი ლიდერობით ჩვენ რთულ პერიოდში შევძელით ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და განახლებული შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას", - წერია განცხადებაში.
ევროკავშირის ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ დანიასა და გრენლანდიას სოლიდარობა გამოუცხადეს
ნატო მიიჩნევს, რომ რუსეთი Starlink-ის წინააღმდეგ იარაღს ავითარებს
კობახიძე კვლავ ესხმის ევროკავშირს და შიდა საქმეებში ჩარევაში დებს ბრალს
კობახიძე - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა სუმის ოლქის სასაზღვრო სოფლის 50 მცხოვრები გაიტაცეს
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის ოლქის მსხვილ ნავთობპორტში მდებარე ნავმისადგომებსა და გემებს შეუტიეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)