23:41 - 19 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 18:31:32, 3965 ნახვა

სამართალი
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პირობითი სასჯელის სახით 1,6 წლით თავისუფლების აღკეთა მიესაჯა

არასრულწლოვნის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პირობითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა მიიღო.

რადიო თავისუფლების ცნობით, ხატია ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში.

პროკურატურამ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი 16 სექტემბერს წარუდგინა.

უწყების ცნობით, 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალს არასრულწლოვანი კედელთან ჰყავს მიმწყვდეული და მასზე ძალადობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
თიბისი და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი