|
2025-12-20 14:52:40, 16552 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის კორპუსი შენდება - ბიუჯეტი ₾15.4 მილიონია
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება. მშენებლობის ბიუჯეტი კი 15 374 192 ლარს შეადგენს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში, არასათანადო პირობებში ცხოვრობენ. "სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი გაეცნენ",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)