|
2025-12-17 13:29:42, 5624 ნახვა
პოლიტიკა
სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბოლოდროინდელი ქმედებები გააპროტესტეს, მათ შორის, კორუფციისა და სხვა კრიმინალური საქმიანობასთან ბრძოლის მიმართულებით მომუშავე დამოუკიდებელი სამსახურების გაუქმება და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ათ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართა. მედიის ცნობით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა რობერტ ფიცოს გადადგომა და სლოვაკეთის პრეზიდენტის, პეტერ პელეგრინის მიერ ცვლილებებზე ვეტოს დადება მოითხოვეს. კანონპროექტის კანონად ქცევისთვის სწორედ პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო, თუმცა მთავრობას მის გადასალახად უმრავლესობა აქვს. „ფიცოს მთავრობა მაფიას ეხმარება,“ – სკანდირებდნენ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები. ანტისამთავრობო აქციის ორგანიზატორმა და ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხალ შიმეჩკამ დემონსტრანტებს განუცხადა, რომ „სლოვაკეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მთავრობა ამტკიცებს კანონებს, რათა კრიმინალებსა და მაფიას ცხოვრება გაუმარტივოს“.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)