08:20 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 13:15:37, 775 ნახვა

სამართალი
თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას მიესალმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი  ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის 5 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ  პატიმრობის  გირაოთი შეცვლის თაობაზე, პროკურატურის შუამდგომლობას მიესალმება.

ხიდაშელის თქმით,  როცა პარლამენტის წევრი იყო, ე.წ. კაბელების საქმეზე  ბრალდებულების თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობას ხელი თავადაც მოაწერა.

"თუ ეს სიმართლეა, მივესალმები, თქვენ იცით, რომ ჩემი ხელმოწერა არის ორივე შუამდლომლობაზე მაშინ, როგორც პალრლამენტის წევრის ამ ადამიანების თავდებით გათავისუფლებაზე. მე იურისტთა იმ ჯგუფს ვეკუთვნი,  რომლებიც ვერ ხედავენ ღირებულებას ადამიანის პატიმრობაში, თუ კი არ არის ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული. ამიტომ, ყველა ასეთ ქმედებას მივესალმები", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics