18:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 18:50:21, 607 ნახვა

ეკონომიკა
ბანკების ასოციაცია სტიქიის შედეგად დაზალებულებს საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობს

საქართველოს ბანკების ასოციაცია მწუხარებას გამოხატავს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

საქართველოს ბანკების ასოციაცია მზადაა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და შეიძლება შეექმნათ პრობლემები საბანკო ვალდებულებების დროული მომსახურების თვალსაზრისით, გაუწიოს ქმედითი საკონსულტაციო დახმარება და შუამდგომლობა საბანკო ვალდებულებების გადავადების თაობაზე.

„საბანკო სექტორი, ისევე როგორც მთლიანად ქართული ბიზნესი, სოლიდარულია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მხარდასაჭერად. ქალაქ თბილისის მერიასთან შეთანხმებით საქართველოს კომერციულ ბანკებში გახსნილია სპეციალური ანგარიშები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩარიცხოს სასურველი თანხა სტიქიით დაზარებული ოჯახების დახმარებისათვის, ბანკებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება თანხების გამოყოფაზე, რომლებიც გადაერიცხება თბილისის მერიას და მოხმარდება დაზარალებულ ოჯახების დახმარებასა და გზების რეაბილიტაციას. სტიქიით დაზარალებული ოჯახების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს ბანკების ასოციაცია თანამშრომლობისთვის უკვე მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას“, - ნათქვამია საქართველოს ბანკების ასოციაციის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics