|
2015-01-20 16:46:14, 632 ნახვა
საზოგადოება
ფოფხაძე: იური ვაზაგაშვილის დაღუპვის ფაქტი ხელისუფლებისთვის საგანგაშო და საყურადღებოა
იური ვაზაგაშვილის დაღუპვის ფაქტი ხელისუფლებისთვის ძალიან საგანგაშო და საყურადღებოა , - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს. მისივე თქმით, თუკი იური ვაზაგაშვილი მოკლულია, ეს დამნაშავის მხრიდან ძალიან ცინიკური ქმედებაა და სახელმწიფომ მასზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ფოფხაძის განმარტებით, მომხდარის შესახებ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრისგან შეიტყო. „ჩვენ არ გვაქვს განსხვავებული ინფორმაცია, დარბაზში შევიტყვეთ მომხადრის თაობაზე იუსტიციის მინისტრის განცხადებით. შესაბამისად დამატებით ინფორმაციას ვერაფერს გეტყვით. თავისთავად ფაქტი საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის ძალიან საგანგაშო და საყურადღებოა. ეს ძალიან გამომწვევი საქციელია, თუ ადგილი აქვს მკვლელობას, ბუნებრივია, დამნაშავის მხრიდან ეს არის ძალიან ცინიკური ქმედება და ამაზე სახელწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე განსაკუთრებული შეფასების მიცემა ნამდვილად არ იქნება სწორი, უბრალოდ ვიტყვი, რომ თუ ჩვენ არ დავსჯით იმ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ, ეს ისევ უარყოფითად აისახება იმ დაზარალებულზე , რომელიც ამ მართლმსაჯულებას ელოდა. შესაბამისად, ეს ფაქტი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან მტკივნეულად მიღებული უნდა იყოს“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაჯალაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი მაშინ აფეთქდა, როდესაც ის გარდაცვლილი შვილის საფლავზე ყვავილებს ცვლიდა. გავრცელებული ინფორმაციით, საფლავი დანაღმული იყო.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)