15:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 12:58:21, 628 ნახვა

ეკონომიკა
გამოკითხულთა 90% აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ ინფლაციის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა

NDI–ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 90% აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ფასების ზრდის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა.
ამასთან, გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ სიღარიბესთან დაკავშირებით ქვეყანაში მდგომარეობა არ შეცვლილა, 56%–ის თქმით გაუარესდა. 47%–სთვის სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით მდგომარეობა არ შეცვლილა, 46%–სთვის კი, გაუარესდა.
აქვე, გამოკითხული მოსახლეობის 67% თავს დასაქმებულად თვლის, 33% კი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევებს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics