2015-04-15 17:55:31, 560 ნახვა
საზოგადოება
„დელტამ“ სეტყვის საწინააღმდეგო რადარი შექმნა
სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა შექმნა. კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 80-90%-ით შემცირდება.
დღეს, სისტემის პრეზენტაცია სოფელ ნუკრიანში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სსტც „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და კახეთის გუბერნატორი დაესწრნენ.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შექმნა კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში სეტყვისგან მიყენებული ზარალის შემცირებას ისახავს მიზნად. რადარი სოფელ ნუკრიანში, ჭოტორის მთაზეა განთავსებული, საიდანაც 83 საცეცხლე წერტილი იმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან